როგორ შევქმნათ ონლაინ ბუქმეიკერული კანტორა?

Artyom Ustinov
სპორტული ტოტალიზატორი დიდი ხნის განმავლობაში იყო ბევრი ადამიანისთვის ჰობი და შემოსავლის წყაროც კი. ონლაინ კაზინოებისგან განსხვავებით, რომლებიც ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული, ბუქმეიკერული კანტორები თითქმის ყველგან არის ლეგალური, მათ შორის რუსეთშიც. ონლაინ ბუქმეიკერული კანტორის გაშვება საუკეთესო საშუალება არის ათასობით მოთამაშის მოსაზიდად, რაც ისეთი ხარჯების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, როგორიც არის საიჯარო ხარჯი. ონლაინ ბუქმეიკერული კანტორის წარმატებით გასაშვებად, დაინტერესებულმა პირმა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომლებიც აღწერილი არის ამ სტატიაში.

ბუქმეიკერული კანტორების მუშაობის პრინციპები

ლეიმანის სიტყვებით, ბუქმეიკერული კანტორა არის ადგილი (ოფისი ქუჩაში ან ვებ-გვერდი), სადაც მოთამაშეს შეუძლია დადოს რომელიმე ივენთის შედეგზე (სპორტული მატჩები, საპრეზიდენტო არჩევნები, ა.შ.). ივენთს შესაძლოა ჰქონდეს ორი, სამი ან უფრო მეტი სცენარი და მათ მოგების სხვადასხვა კოეფიციენტები გააჩნიათ. მაგალითად, „ტაიგერსისა“ (Tigers) და „ბიარზის“ (Bears) მატჩში, ალბათობა იმისა, რომ „ტაიგერსი“ (Tigers) დაჯაბნის „ბიარზს“ (Bears) არის 60%, ალბათობა იმისა, რომ „ბიარზსი“ (Bears) დაჯაბნის „ტაიგერსს“ (Tigers) არის 30%, ხოლო ფრის ალბათობა არის 10%. ეს ალბათობები წარმოდგენილი არის მომგებიანი კოეფიციენტების მეშვეობით შემდეგი სახით 1.67 / 3.33 / 10 ბუქმეიკერების მიერ დაწესებული მარჟის გარეშე (საშუალოდ 10%-20% ფარგლებში).

sportsbook

კოეფიციენტების ეს ნაკრები იწოდება ხაზებად. როგორც წესი, ყოველდღურად ასეთი კოეფიციენტების დაწესება დიდ ანალიტიკულ უნარებს მოითხოვს, ამისათვის კი კომპანიები პროფესიონალთა სპეციალურ ჯგუფებს ქირაობს. პატარა და საშუალო ზომის ბუქმეიკერულ კანტორებს არ აქვთ ანალიტიკური დეპარტამენტის ქონის ფუფუნება, და როგორც წესი, ასობით და ათასობით ხაზების შეკვრას ყიდულობენ დიდი ოფისებიდან. ზოგადად, ხაზების ერთი თვის ხარჯი მერყეობს $500-სა და $10000-ს შორის.

ლიცენზიის მიღება

ტოტალიზატორის ბიზნესი რუსეთში ლიცენზიას მოითხოვს. ლიცენზია გაიცემა იურიდიულ პირზე, ხოლო ლეგალურ აზარტულ ბაზარზე შესვლის წინაღობები საკმაოდ ძნელია; კომპანიას უნდა გააჩნდეს საბანკო გარანტიის სახით 0.5 მილიარდი რუბლის ოდენობით და მზად უნდა იყოს ყოველ 3 თვეში ერთხელ პროფესიონალური სპორტული ფედერაციებისთვის 15 მილიონი რუბლის გადასახდელად. თითქმის ყველა ბუქმეიკერული კანტორის მფლობელს ურჩევნია მიიღოს ფრანჩაიზი და იმუშავოს სხვა ოფისის ბრენდის გამოყენებით. ეს სრულიად ლეგალურია, გამჭვირვალე, და რაც ყველაზე მთავარია, უფრო იაფი ბიზნესია.

მეწარმე, რომელიც გეგმავს ბუქმეიკერული კანტორის შექმნას, უნდა გააჩნდეს დიდი გამოცდილება ამ სფეროში; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ ლიცენზიის მიღებას. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ გამოცდილი მმართველი დირექტორის დანიშვნა.

პროგრამა და პერსონალი

ნოლიდან სპეციალიზირებული პროგრამის შექმნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ შედარებითი მარტივი არის უკვე მზა და გამოცდილი გადაწყვეტის ყიდვა და საკუთარ მოთხოვნილებებზე მორგება. იმათთვის, ვინ გეგმავს ფრანჩაიზის მიღებას, პროგრამას იღებენ მათთვის ლიცენზიის გამცემი პირებისგან. თუ აპირებთ რომ იმუშაოთ ონლაინ, თქვენი დანახარჯები გაცილებით ნაკლები იქნება: მაგალითად, თქვენ არ დაგჭირდებათ ოფისის ქირაობა, არ მოგიწევთ თანამშრომლების დაქირავება თქვენს კლიენტებთან სამუშაოდ და არ მოგიწევთ სამუშაო აღჭურვილობის ყიდვა.

გადახდის სისტემების დანერგვა

სრულადფუნქციონირებადი ბუქმეიკერული კანტორის გაშვებამდე, თქვენ მოგიწევთ გადახდის სისტემის ინტეგრირება თქვენს პლატფორმაში, რაც მოთამაშეებს საშუალებას მისცემს მარტივად შეიტანონ და გამოიტანონ ფულადი სახსრები. თქვენი ყურადღების ღირსი ნამდვილად არის ყველაზე პოპულარული საბანკო პროდუქტები თქვენს მიზნობრივ რეგიონებში, მათ შორის ციფრული საფულე, კრიპტოვალუტები და პირდაპირი საბანკო გადარიცხვები. თქვენ მოინდომებთ ისეთი სისტემების არჩევას, რომელსაც ექნება გადარიცხვის ყველაზე დაბალი საკომისიო.

სპორტული მონაცემები და კოეფიცინეტები

ბუქმეიკერული კანტორები, როგორც წესი, ყოველდღიურ კოეფიციენტებს თავიანთი ანალიტიკოსებისგან იღებენ ან ყიდულობენ ხაზებს მესამე პირი ანალიტიკური კომპანიებისგან ან დიდი ბუქმეიკერული ოფისებისგან. ბუქმეიკერული კანტორების დიდი უმრავლესობა ხაზებს სანდო კომპანიებისგან ყიდულობენ. ყოველღე ათობით ექსპერტი ითვლის ხაზებს სპორტული ივენთების ღრმა ანალისზე დაყრდნობით. მომხმარებელთ მოზიდვის მიზნით, ახალ ბუქმეიკერული კანტორებს ურჩევნიათ შეამცირონ მარჟა (10%-მდე), რათა გაზარდონ კოეფიციენტები და მიიღონ უპირატესობა თავიანთ კონკურენტებთან მიმართებაში. დღესდღეისობით ფეხბურთში, კალათბურთსა და სხვა პოპულარულ სპორტულ ივენთებზე ფსონის გაკეთებაში განსაკუთრებული არაფერია. იმისათვის, რომ სხვა ბუქმეიკერებისგან განსხვავებული იყოთ, თქვენ უნდა შესთავაზოთ მოთამაშეებს სხვა ფსონები მოულოდნელ ივენთებზე, მაგალითად, გადააჭარბებს თუ არა ჰაერის ტემპერატურა მოსკოვში +35°C-ს ივლისში ან მაგადასკარში კუებს შორის ჩატარებულ რბოლაზე.

გამოცდილი ვეტერანი მოთამაშები, რომლებიც სპორტული ფსონებით აკეთებენ ფულს დიდი ხნის განმავლობაში, თვალს მუდამ ადევნებენ ახალ ბუქმეიკერულ კანტორებს. ისინი საგულდაგულოდ სწავლოებნ ხაზებს, ეძებენ მათში შედომებს და არასწორ გამოთვლებს, რათა ისინი თავიანთი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ და გააკეთონ ისეთი ფსონი, რომელიც მათ მეტი მოგების მიღების საშუალებას მისცემს. ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებული არის ხაზების ყიდვა სანდო და რესპექტაბელური მომწოდებლებისგან.

ბუქმეიკერული კანტორის ჩაშვება და საოპერაციო ხარჯები

ხარჯის სახეობა ჯამური ხარჯის დაახლოებითი წილი
მომზადება
ბიზნეს გეგმა არასავალდებულო
ლიცენზია (ფრანჩაიზი) 7500 ევროდან
პროგრამა 10500 ევროდან
ხაზების შესყიდვა 10000 ევროდან
მარკეტინგი და პრომოუშენი ინდივიდუალური
რეგულარული საოპერაციო ხარჯები
ხაზების შესყიდვა % შემოსავლიდან/მინიმალური გადასახადი 2000 ევროდან
პერსონალის ხარჯი ინდივიდუალური
მარკეტინგი და პრომოუშენი ინდივიდუალური
ლიცენზიის ხარჯი წლიური 7500 ევროდან

ხშირად დასმული კითხვები

– სავალდებულო არის სარეზერვო თანხის ქონა?

– დიახ, აუცილებელია. სარეზერვო ფონდი გამოიყენება ვალდებულებების გადასაფარად, როდესაც ბუქმეიკერს არ ექნება საკმარისი მიმდინარე აქტივები. სტატისტიკურად, ბუქმეიკერული კომპანიების 80% ბიზნესიდან გადის მოთამაშეებისგან მიღებული საჩივრების შემდეგ, სადაც ისინი მათ მიერ ლეგიტიმურად მოგებულ თანხას ვერ იღებენ. მიზეზი საკმაოდ მარტივია: ამ ბუქმეიკერულ კანტორებს საკმარისი თანხები არ აქვთ იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ ყველა თანხის გამოტანის ოპერაცია.

– შეზღუდული უნდა იყოს თუ არა ფსონების მოცულობა?

– ზოგადად, მოთამაშეს არ შეუძლია კონკრეტულ თანხაზე მეტი ან ნაკლები დადოს. პირველ რიგში, ბუქმეიკერმა უნდა მოინიშნოს მიზნობრივი აუდიტორია. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მინიმალური ფსონის გაკეთება 0.1 ევროს ოდენობით ფართო ბაზრისთვის, ხოლო 10 ევრო შეძლებული მოთამაშეებისთვის. მაქსიმალური ფსონი დამოკიდებული უნდა იყოს თქვენს ბიუჯეტზე. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სარეზერვო ფონდი საკმარისი უნდა იყოს ერთ ჯერზე ათასობით მოთამაშის ფულის გასაცემად.

– რამდენად მომგებიანი არის ბუქმეიკერული კანტორები?

ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ბუქმეიკერული ოფისების მომდებიანობაზე მოიცავს ხაზების შესყიდვის ყოველთვიურ გადასახადს, პროგრამის ქირას და დასაქმებულთა სარგებელს. ძირითადი ფაქტორი არის მარჟა, რადგან რაც უფრო დიდი არის ის, მით უფრო მომგებიანი იქნება თქვენი ბუქმეიკერული კანტორა. 10% მარჟის მქონე ტოტალიზატორს, შეუძლია თავისი მომგებიანობა გახადოს 6-8%. ზოგჯერ, გაშვების შემდეგ, მარჟას ზრდიან 15%-მდე ან მეტი.

– მომგებიანი არის თუ არა ბუქმეიკერული კანტორის შექმნა ფრანჩაიზის მეშვეობით?

ფრანჩაიზის ყიდვა არის საუკეთესო გზა ლიცენზიის ხარჯის დასაზოგად, რადგანაც თქვენი ოფისი იფუნქციონირებს ფრანჩაიზის ლიცენზიის ქვეშ. ფრანჩაიზის გამცემი პირები გასცემენ ყველა საჭირო პროგრამას და ხაზებს და შეუძლიათ მოგცეთ რჩევები ბიზნესის ზრდის შესახებ. ზოგადად, ფრანჩაიზის ხარჯი თქვენი შემოსავლების ფიქსირებულ პროცენტსა და პროგრამის გამოწერის გადასახადს წარმოადგენს.

Artyom Ustinov

Artyom არის White Label & Turnkey Solutions- ის ხელმძღვანელი და 10 წელზე მეტია მუშაობს კომპლექსურ B2B / B2C გაყიდვებში, ასევე iGaming– ის ბიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტ კონსულტაციებში.

ძირითადი ანგარიშის მენეჯმენტის გუნდთან ერთად, ის100-მდე დამწყებ და გამოცდილ სათამაშო კომპანიას დაეხმარა SoftGamings– ით პროექტების წამოწყებაში.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

უახლესი ამბები & სტატიები

ახალი მოთამაშეების მოზიდვა ონლაინ კაზინოში: ტოპ 7 ყველაზე ეფექტური გზა

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და კონტექსტური რეკლამა. საგულდაგულო ელექტრონული მარკეტინგი. შეიტყვეთ, როგორ შეიძინოთ ახალი მოთამაშეები სწრაფად და ეფექტურად.

2021 წლისკაზინოსპროგრამულიუზრუნველყოფისყველაზეპოპულარულიდეველოპერები

როგორ მუშაობს ონლაინ ტოტალიზატორის ოფისი? როგორ შეუძლია მას ლიცენზიის მიღება? პროგრამა, გადახდის სისტემები და სპორტული ხაზები. ხშირად დასმული კითხვები ბუქმეიკერული კანტორის შესახებ.

როგორ შევქმნათ ონლაინ კაზინო? 6 ნაბიჯი (2021 წლის განალხება)

როგორ მუშაობს ონლაინ ტოტალიზატორის ოფისი? როგორ შეუძლია მას ლიცენზიის მიღება? პროგრამა, გადახდის სისტემები და სპორტული ხაზები. ხშირად დასმული კითხვები ბუქმეიკერული კანტორის შესახებ.