lpc image

ტოპ 5 ლაივ დილერ სამორინეს გადაწყვეტები

ძირითადი თვისებები და შედარების დაფა

უწყვეტი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრულ ტექნოლოგიებში გაზრდილი ინტერესის გამო, დღესდღეისობით, ლაივ დილერ სამორინეები ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამიტომაც არის, ელექტრონული თამაშები დღევანდელობის გართობის საერთო ფორმა, სძენს რა მოთამაშეებს სულ სხვა სათამაშო გამოცდილებას, რაც ვერ მოიძებნება brick-and-mortar-ის სამორინეში.
live casinos მოთამაშეებს შეუძლიათ კომფორტულად ითამაშონ თავიანთი სახლებიდან ან როდესაც გარეთ არიან, მობილური ტელეფონების ან დიდი ტელევიზორების საშუალებით, ითამაშონ იქ სადაც სურთ და როცა სურთ, მოეშვან და სრულად ჩაეფლონ თამაშის პროცესში; თუ არ ვისაუბრებთ იმ თვისებებზე, რომელიც მხოლოდ ინტერნეტ სამორინეს გააჩნია. ეს არის ის როდესაც ელექტრონული სამორინეს ოპერატორი დგება ამა თუ იმ ინტერნეტ თამაშის გადაწყვეტის არჩევის წინაშე, მოერგოს კლიენტების მოთხოვნილებებს ან აირჩიოს რამდენიმე გადაწყვეტა და მიწვდეს მომხმარბელთა უფრო ფართო აუდიტორიას. და, ეს სწორეს ის მომენტია, როდესაც ინტერნეტ თამაშების პროვაიდერები შემოდიან თამაშში.

ინტერნეტ თამაშების პროვაიდერის არჩევის ძირითადი პუნქტები

ჩვენ შეგვიძლია მოგიყვეთ მრავალი ინტერნეტ თამაშის პროვაიდერების შესახებ, თუმცა გვსურს რომ დრო დაგიზოგოთ და ასე არ მოვიქცევით. ქვემოთ მოყვანილია ჩვენს მიერ არჩეული ტოპ 5 ლაივ დილერ სამორინეს გადაწყვეტები, რადგან გვჯერა, რომ ის თანამედროვე მოთამაშეების მოთხოვნილებებს ყველაზე მეტად შეესაბამება. თითოეული მათგანის უპირატესობების დეტალური აღწერის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ იხილოთ ცხრილი, რომელშიც ერთმანეთთან იქნება შედარებული თითოეული პროვაიდერი. მაშ ასე, რომელია თქვენი ფავორიტი?

Evolution Gaming — მსოფლიო ლიდერი ლაი დილერ გეიმინგის სფეროში

evolution logo
სტაბილურ EGR წლის ლაივ სამორინეს მომწოდებელს, Evolution Gaming-ს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ლიდერი - თუნდაც იმის გამო, რომ ეს პროვაიდერი ამ კატეგორიაში 2010 წლიდან 2017 წლამდე პირველ ადგილზე იმყოფებოდა. თუმც, Evolution Gaming-ის ისტორია უფრო ადრე დაიწყო. კომპანია დააარსდა შვედეთში 2006 წელს, და თავდაპირველად თანამშრომლობდა სხვა ოპერატორებთან. თუმცა, 3 წლის შემდეგ, გაიხსნა თავიანთი პირველი სტუდია ლატვიაში, ქალაქ რიგაში. ეხლა კი, მისი ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენს 1,6 მილიარდ ევროს. Evolution Gaming მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის კლასიკურ და ინოვაციურ თამაშებს (მათ შორის ბლექჯეკის, რულეტისა და ბაკარას სხვადასხვა ვერსიებს), რის გამოც ის სხვადასხვა ტიპის მომხმარებლების მოზიდვას ახერხებს. კომპანია მომხმარებლებს სთვაზობს დიდი რაოდენობით მაგიდას (300 მაგიდა 2016 წლის ბოლოსთვის) - მათ შორის ბრენდირებულ მაგიდებსაც და დილერთა შთმბეჭდავ რაოდენობას (დაახლოებით 3000), მათ შორის ინგლისურად, ფრანგულად, შვედურად, თურქულად, რუსულად, დანიურად, ბერძნულად და იტალიურად მოლაპარაკე დილერებს. ლაივ სესიების ტრანსლაცია ხდება ულტრა-თანამედროვე სტუდიებიდან უმაღლესი ხარისხის ვიდეო ფორმატით საშუალებით. evolution dealers

NetEnt — Better Gaming

NetEnt არის ცნობილი პროვაიდერი, რომელიც აწარმოებს როგორც თანამედროვე სლოტ თამაშებს, ასევე ახორციელებს მსოფლიო დონის ლაივ თამაშებს HD ხარისხში. კომპანიას, რომელიც დააარსდა სტოქჰოლმში 1996 წელს, დღესდღეისობით, გააჩნია 1 მილიარდი ევროს ღირებულების ბაზრის კაპიტალიზაცია, რაც აღნიშნული არის NetEnt-ის 2016 წლის წლიურ ანგარიშში. გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 28%-ით გაიზარდა, და 149.1 მილიარდი ევრო შეადგინა. სინამდვილეში, ის მიიჩნევა სლოტ თამაშების საუკეთესო პროვაიდერად, რომელიც ბაზარს ყოველთვიურად ამარაგებს ახალი თამაშებით, როგორიც არის Aliens, Scarface და South Park, რის გამოც მიღებული აქვს პრესტიჟული ჯილდოები, მათ შორის EGR-ის ჯილდი 2016 წელს. რაც შეეხება NetEnt-ის ლაივ სამორინეს გადაწყვეტას, ის შექმნილია რეალურ მოთამაშეებთან შეთნხმების საფუძველზე, რათა მოახდინოს მაღალი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა. ლაივ სამორინეს გადაწყვეტა შეიცავს შემდეგ ძირითად პუნქტებს:
  • გათვლილია 22 ეროვნების მომხმარებლებზე;
  • გააჩნია უნაკლო გრაფიკა და ხმები;
  • Chroma-ს საკვანძო ტექნოლოგია უზრუნველყოფს ოპერატორთა სამორინეს გარემოში პროდუქტების გლუვ ინტეგრაციას;
  • გააჩნია ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხედვის მხარდაჭერა;
  • უზრუნველყოფს მოთამაშის მოზიდვისა და მათი შენარჩუნების ინსტრუმენტებს.

BetGames — მეტი თამაში, მეტი სიამოვნება

bet games logo
BetGames სხვა პროვაიდერებისგან განსხვავდება თამაშების მრავალფეროვნების მიხედვით. ლიტვაში დაარსებული პროვაიდერ მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ არასტანდარტულ თამაშებს სხვადასხვა სახის ფსონების დადების წესებით, როგორიც არის Dice, Lucky 5, Bet on Poker, Bet on Baccarat, Wheel of Fortune, War of Bets, Lucky 7, Lucky 6 და Dice Duel. კომპანია დააარსდა 2012 წელს, და 5 წელიწადში ჩამოყალიბდა დიდ კომპანიად, რომელიც 100-მდე პროფესიონალს ასაქმებს. BetGames ამჟამად თავის სერვისებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში სთავაზობს, უმეტესწილად აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში. ნაწილობრივ მათი წარმატება დამყარებულია იმ ფაქტზე, რომ BetGames განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დილერებს, რომლებიც მაღალი დონის პროფესიონალები და გამოცდილები არიან. ამ პროვაიდერის პროგრამის არჩევით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პირდაპირი ტრანსლაციები ყოველ 3-5 წუთში, „მრავალ მაგიდიანი ეფექტი“ და პერსონალური პარამეტრები. betgames

Lucky Streak — იცხოვრეთ იმისათვის, რომ ითამაშოთ ლაივში

lucky streak logo
Lucky Streak არის კიდევ ერთი მაღალი დონის ლაივ სამორინეს დილერი, რომელიც დააარსდა 2014 წელს. მათი სტუდია მდებარეობს ლატვიაში, ქალაქ რიგაში, საიდაცან ხორციელდება ევროპული რულეტის, ბაკარასა და ბლექჯეკის ტრანსლირება. ტრანსლაციის ხარისხი გარანტირებულია თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და პრემიუმ ვიდეო ტრანსლაციის კომპონენტების მეშვეობით. ამას გარდა, Lucky Streak მომხმარებელს ასევე სთვაზობს, ფიქსირებულ კოეფიციენტებს და ბანქოს თამაშებს. Lucky Streak, რომელიც ყოველთვის საუკეთოსკენ ისწრაფვის და იმართება შესაბამისი სფეროს ექსპერტების მიერ, მომხმარებლებს სთავაზობს შესანიშნავ ინტერფეისს, გეიმიფიკაციის თვისებებსა და ფსონის დადების განსხვავებულ შესაძლებლობებს. lucky streak

Ezugi – არასოდეს დატოვოთ მაგიდა

ezugi-online-gambling-software-providers
Ezugi არის წამყვანი პროვაიდერი, რომელიც მომხმარებლებს სთვაზობს ლაივ სამორინეს თამაშების ტრანსლაციას ძვირადღირებული სტუდიებიდან მაღალ ხასისხში. ეს პროვაიდერი, რომელიც ორიენტირებულია ევროპული, სამხრეთ ამერიკული და აზიური ბაზრებისკენ, ამ მომენტში, მომხმარებლებს სთვაზობს თავის სერვისებს ინგლისურ და ესპანურ ენებზე. მისი ღირსება არის ინტერაქტიული თვისებები. მაგალითად, მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია თამაშის დროს, დაპოსტონ Facebook-ზე ან ერთდროულად ითამაშონ რამდენიმე თამაში. Ezugi მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ლაივ სამორინეს თამაშებს: ბლექჯეკი, ბაკარა, რულეტი, ლატარეა, RNG თამაშები და მინი თამაშები. ezugi dealer

შედარებითი ცხრილი

სტუდიოები

Evolution Gamingმალტა, ლატვია
NetEntმალტა
BetGamesლიტვა
LuckyStreakლატვია
Ezugiკოსტა რიკა, ბელგია, კამბოჯა

თამაშები

Evolution Gaming35-ზე მეტი თამაში: სხვადასხვა სახის ლაი რულეტი, პოკერი, ბლექჯეკი, ბაკარა, Dream Catcher Fortune Wheel
NetEnt3 თამაში:NetEnt ლაივ რულეტი,NetEnt ლაივ ბლექჯეკი,NetEnt Live Common Draw Blackjack
BetGames9: 3 ლატარეა, 3 ბანქოს თამაში, 3 სხვა ლაივ თამაში
LuckyStreakბაკარა, რულეტი, ბლექჯეკი, Dual play roulette
Ezugi8 თამაში(5 ლაივ სამორინეს თამაში+ ლატარეა, კენო და ფსონი რიცხვებზე)

გრაფიკის ხარისხი

Evolution GamingFull HD
NetEntHD
BetGamesHD
LuckyStreakHD, დაბალი, საშუალო, მაღალი ან ავტომატური პარამეტრები
Ezugiვიდეოს მაღალი ხარისი

ინტეგრაცია

Evolution Gaming ამარაგებს სამორინეს სხვადასხვა სახის სერვისებით, უხარვეზო ინტეგრაცია, ერთი საფულე
NetEntმარტივი ინტეგრაცია სხვა NetEnt-ის თამაშებთან
BetGamesსწრაფი ინტეგრაცია API-ის საშუალებით
LuckyStreakუხარვეზო საერთო API საფულე
Ezugiსისტემის კონფიგურაცია ოპერატორის მოთხოვნების შესაბამისად

პოპულარულობა, ჯილდოები

Evolution Gamingსერტიფიცირებული წამყვანი ლაივ სამორინე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, წლის საუკეთესო ლაივ სამორინეს პროგრამის მომწოდებელი, და სხვა
NetEntსლოტების N1 პროვაიდერი, ასევე სთავაზობს ლაივ დილერის სერვისებს, EGR, წლის საუკეთესო მობაილ მომწოდებელი
BetGamesპოპულარულია ლიტვაში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, დასავლეთ ევროპაში, აზიაში
LuckyStreakპოპულარულია თურქეთში, შუა აღმოსავლეთში, დსთ-ს ქვეყნებში, იტალიაში, ევროკავშირში
Ezugiაღიარებული პროვაიდერი, ევროპაზე გათვლილი

ლაივ დილერის ენები

Evolution Gamingინგლისური, შვედური, ფრანგული, თურქული, რუსული, დანიური, ბერძნული, და იტალიური
NetEntინგლისური
BetGamesინგლისური
LuckyStreakინგლისური, რუსული, თურქული, იტალიური, ესპანური
Ezugiინგლისური, ესპანური, თურქული

ლიცენზიები

Evolution GamingAlderney, Malta, UK, Belgium, Romania, Italy, Denmark, Spain, New Jersey
NetEntUK, Malta, Gibraltar, Italy, Denmark, Spain
BetGamesthe UK, Latvia, Curacao, South Africa, Romania, Spain
LuckyStreakItaly, Malta, the UK
EzugiCuracao

პროგრამული შესაბამისობა

Evolution GamingNMI, Bureau Veritas
NetEnteCOGRA
BetGamesNMI, SIQ
LuckyStreakItechlabs
EzugiItechlabs

სხვა თვისებები

Evolution Gamingბევრი საკუთარ თავზე მორგებული პარამეტრი, მაგ. ბრენდირებული მაგიდები
NetEntსაკუთარი თავის გამოთიშვა, სათამაშო ლიმიტები, რეალურობის შემოწმება, თამაშის სისწრაფე, სილული საათი
BetGamesუწყვეტი თამაშები, რამდენიმე ერთდროულად, რიკის სხვადასხვა დონეები
LuckyStreakდინამიური ლობი, ლაივ სახელმძღვანელო, ჩატი, სტატისტიკა, მოქნილი ლიმიტები
Ezugiლაივ მუსიკა მოთხოვნისამებრ; შესაძლებელია რამდენიმე თამაშის ერთდროულად თამაში, თამაშის დროს შესაძლებელია Facebook-ზე მესიჯობა და დაპოსტვა

ჩვენ დაგეხმარებით სწორი ლაივ დილერის არჩევაში. ნებისმიერი თამაშის სისტემის დემო ვერსიის მისაღებად ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ სკაიპის მეშვეობით.
სამორინეს პროგრამის მოდულები
პროდუქტები
ჩვენს შესახებ
სამორინეს პროგრამის კომპანიები
იურიდიული