სათამაშო ავტომატების ალგორითმი და ოპერაციული სისტემა — 2021 განახლება

Artyom Ustinov
როგორ მუშაობს ონლაინ სლოტი? ეს შეკითხვა უჩნდება თითოეულ მოთამაშეს, როდესაც ისინი წყვეტენ თუ რომელი კაზინო უნდა ითამაშონ. ეს საკმაოდ ლოგიკური კითხვაა, რადგანაც სლოტის აპარატების მუშაობა გარკვეული მითებით არის გარშემოცული, მაგალითად, კონკრეტულ დროს თამაში ზრდის მოთამაშის მოგების შანსს. იმისათვის, რომ განავითაროთ ის და ზოგადად გაზარდოთ ნდობა თქვენი ონლაინ კაზინოს მიმართ, სასარგებლო არის იმის ცოდნა თუ როგორ მუშაობს ონლაინ სლოტები. წინამდებარე სტატია სწორედ ამ საკითხის ახსნას ემსახურება მიზნად.

წინა ისტორია

ინტერნეტის ეპოქამდე, სათამაშო აპარატები იყო ელექტრო-მექანიკური ტიპის და გააჩნდათ სპეციალური სამუხრუჭე სისტემა, ასევე სენსორები, რომლებიც რაიმე კონკრეტული მოვლენის კომბინაციას აანალიზებდნენ.

მოგვიანებით ელექტრო-მექანიკური მოწყობილობები ჩანაცვლდა ელექტრო მოწყობილობებით. მათ გააჩნდათ ჩაშენებული ელექტრო ძრავა, და მოთამაშეებს, სათამაშოდ, აღარ უწევდათ სახელურის მოქაჩვა. თუმცა, სენსორების მუშაობა ძველ პრინციპზე იყო დაფუძნებული.

ახლა ფიზიკური სლოტ აპარატები სრულად კომპიუტერიზებულია, და კონკრეტული კომბინაციები დგება შემთხვევითი რიცხვების გენერატორის ან RNG-ის მეშვეობით. იგივე სისტემა გამოიყენება ონლაინ სლოტების შემთხვევაშიც.


რა არის შემთხვევითი რიცხვების გენერატორი (RNG)

შემთხვევითი რიცხვების გენერატორი არის პროგრამა, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ალგორითმზე დაყრდნობით და განსაზღვრავს თუ რომელი კომბინაცია უნდა გამოჩნდეს ეკრანზე. ეს არის აბსოლუტურად შემთხვევითი პროცესი, რომლის შედეგიც არც კაზინოს ოპერატორმა იცის, არც მოთამაშემ და არც თამაშის შემქმნელმა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი სათამაშო მოწყობილობის შემდეგ პროგრესმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, შემთხვევითი რიცხვების გენერატორის პრინციპები და სანდოობა უცვლელი დარჩა. მექანიზმი რეგულარულად განიცდის განახლებებს, ითვალისწინებს რა, თანამედროვე სათამაშო პროგრამის თავისებურებებს.

შემთხვევითი რიცხვების გენერატორის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს მათემატიკოსებმა, პროგრამისტებმა და ფსიქოლოგებმაც კი, და მსგავსი გენერატორები უკვე დიდი ხანია არსებობს მათი დროში გამოცდილი სანდოობის გამო.

დღესდღეისობით გამოყენებული გენერატორი არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის პროექტი, რომელიც წარმოადგენს 128 ბიტიან md5 ალგორითმს. ის გამოიყენება არა მხოლოდ ონლაინ სლოტებისთვის, არამედ უსაფრთხოების სისტემებსა და პერსონალურ კომპიუტერებში.


შეიძლება თუ არა RNG-ის ნდობა?

ინტერნეტში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ მომავალი კომბინაციების განჭვრეტა, თუმცა ისინი არ მუშაობენ. ეს პროგრამები, რეალურად, იპარავენ მოთამაშეთა მონაცემებს, ამიტომაც უმჯობესია, რომ მათ თავი აარიდოთ.

თავი არ შეიზღუდოთ პროგრამის დატესტვისგან. ყველა პასუხისმგებლიანი თამაშის მწარმოებელი გადასცემს თავის პროგრამულ უზრუნველყოფას, შემდგომი შემოწმების მიზნით, ფართოდ ცნობილ და სანდო ლაბორატორიებს: iTech Labs, eCOGRA, GLI და NMi. პროგრამა გადის სერიოზულ ტესტებს, რომლის დროსაც გამოიყენება ნებისმიერი სახის მანიპულაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ სლოტებით თამაში უსაფრთხო არის, რომლებმაც ტესტირება გაიარეს შემდეგ ლაბორატორიებში:

  • iTech Labs
  • eCOGRA
  • GLI
  • NMi

პროგრამა გადის სერიოზულ შემოწმებას, რომლის დროსაც ნებისმიერი მანიპულაციის გამოყენება აღმოიფხვრება, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სლოტებით თამაში სანდოა ყველა მოთამაშისთვის.


RNG ლოგიკა

პირველი რაც უნდა დავიმახსოვროთ არის ის, რომ სლოტის მექანიზმებს არ გააჩნიათ მეხსიერება. კომპიუტერმა არ იცის მოთამაშემ წააგო თუ მოიგო, 5 წუთის წინ დაიწყო თამაში თუ რამდენიმე საათის წინ. ყველა კომბინაცია დგინდება მათემატიკური ალგორითმების მეშვეობით.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ თამაშის შედეგები წინასწარ არ არის დაგეგმილი ან „ლოგიკური“: ის შემთხვევების კომბინაციაა. მოთამაშეს შეუძლია მიყოლებით ორი ჯეკპოტის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პროგრამის მიერ გენერირებული შესაძლო კომბინაციები უზარმაზარია და თითოეული შედგება 32 ჰექსაციციალური სიმბოლოებისგან.

როდესაც მოთამაშე იწყებს თამაშს, მექანიზმი გასცემს ას შემთხვევით რიცხვს წუთში, რომელიც ქმნის კონკრეტულ კომბინაციას. ღილაკზე დაჭერის დროს გენერატორის მიერ შერჩეული რიცხვები ადგენს ეკრანზე გამოსაჩენ სიმბოლოებს. ამიტომ, ერთადერთი გზა, რომლის დროსაც მოთამაშეს შეუძლია „გავლენა იქონიოს“ თამაშის შედეგზე, არის ღილაკზე დაჭერა. ფაქტიურად, ეს არის სუფთა იღბალი. როდესაც შედეგი ეკრანზე გამოჩნდება, სისტემა ავტომატურად ითვლის თუ რამდენი მოიგო ან წააგო მოთამაშემ და ანახლებს ინფორმაციას მის ბალანსზე. იგივე პრინციპი ვრცელდება უფასო სპინებისა და ბონუს რაუნდების დროს.


2021 განახლება

2021 წელს შეგვიძლია ველოდოთ კრიპტოვალუტის აზარტული თამაშების შემდგომ ზრდას მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიამ მოიტანა კაზინოების სამყაროში, არის სამართლიანი აზარტული თამაშები. ის მუშაობს სპეციალურ ალგორითმზე სლოტებში, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს დაინახონ, თუ როგორ მოხდა დატრიალების შედეგი და გადაამოწმონ, რომ ოპერატორი მასში რაიმე გზით არ ერევა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია სათამაშო ავტომატებისთვის, რომლებიც რჩებიან ყველაზე პოპულარულ კაზინო თამაშად.


დასკვნა

დღესდღეისობით, ონლაინ სლოტების ლოგიკა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ლოგიკა არ არსებობს. შემთხვევითი რიცხვების გენერატორი იწოდება ასე, რადგან მოგების შემთხვევითი შანსები და მოგების სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტული თამაშის წესებზე, რომელსაც მოთამაშე გებულობს ოპერატორისგან.

Artyom Ustinov

Artyom არის White Label & Turnkey Solutions- ის ხელმძღვანელი და 10 წელზე მეტია მუშაობს კომპლექსურ B2B / B2C გაყიდვებში, ასევე iGaming– ის ბიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტ კონსულტაციებში.

ძირითადი ანგარიშის მენეჯმენტის გუნდთან ერთად, ის100-მდე დამწყებ და გამოცდილ სათამაშო კომპანიას დაეხმარა SoftGamings– ით პროექტების წამოწყებაში.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

უახლესი ამბები & სტატიები

Betsoft-ის მობილური თამაშების მიმოხილვა: 3D რევოლუცია

თანამედროვე ონლაინ სლოტებში, დეველოპერები იყენებენ შემთხვევითი რიცხვების გენერატორს. როგორ მუშაობს ის? შესაძლებელი არის მიყოლებით 2 ჯეკპოტის მოგება? გაიგეთ ეს სტატიიდან.

მობაილ გემბლინგი

მობილური სამორინეების როლი პოტენციური მოთამაშეების მოძიებაში. განსხვავება მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებს შორის. რა არის HTML5 თამაშები? თამაშები, რომლებსაც მობილური სამორინეები სთავაზობს თავის მოთამაშეებს.

White Label კაზინოს გადაწყვეტები: ონლაინ კაზინოს ბიზნესის წამოწყების საუკეთესო გზა

White Label კაზინოს გადაწყვეტამ წარმოადგინა საუკეთესო გზა, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ მცირე ხარჯიანი კაზინოს ბიზნესის წამოწყებას ყველა ფუნქციონალითა და სერვისით.