მობაილ გემბლინგი

Artyom Ustinov
თითოეული ონლაინ სამორინეს მიზანი არის თავის შემოსავლების გაზრდა. ამ მიზნით კი სხვადასხვა ოპერატორები განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ: ზოგიერთი სხვადასხვა მოთამაშის მოსაზიდად გასართობ საბონუსე პროგრამას იყენებს და მასიურ სათამაშო შეთავაზებებს, ზოგიერთი ცდილობს სარეკლამო კამპანიების ხარჯზე მიაღწიოს უფრო ფართო აუდიტორიას. თუმცა, ძალზეც მნიშვნელოვანი არის შემდეგი საკითხი: მოთამაშის მიერ სამორინეში გადატარებული დროის მაქსიმიზაცია. ამის მისაღწევად, კი მათ ჯიბეში ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სამორინე, არა მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებში. მობილური სამორინე სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ისინი ყველგან არიან ხელმისაწვდომი: საჯარო ტრანსპორტში და რიგებში, კაფეებსა და სასტუმრობეში, და ქალაქის ფარგლებს გარეთაც კი. ამისათვის კი საჭიროა, მხოლოდ სმარტფონი, რომელსაც ინტერნეტთან ექნება კავშირი.
და, რა არის მობილური სამორინე? ეს არის ონლაინ სამორინეს მობილური ვერსია, რომელიც შექმნილია სმარტფონებისთვისა და პლანშეტებისთვის და თავსებადია ერთ ან მეტ ოპერაციულ სისტემასთან. ნებისმიერი ონლაინ სამორინე თავიდანვე შექმნილია პერსონალური კომპიუტერისთვის, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც დიზაინერები პირველ რიგში იყენებენ მობილური აპლიკაციის მიდგომას და პერსონალური კომპიუტერის ვერსიაზე ადრე მობილურ ვერსიას ქმნიან.

მობილური სამორინეების ტიპები

არსებობს მობილური სამორინეების ორი დიდი ჯგუფი: ბრაუზერზე დაფუძნებული და აპლიკაციაზე დაფუძნებული. ისინი მუშაობენ როგორც ჩვეულებრივი ვებ-გვერდები. მათ გააჩნია იგივე ტიპის URL, თუმცა ხანდახან შეიძლება ქვე-დომეინზე იყოს მიბმული.

მობილური აპლიკაციების ინსტალაცია ხდება სმარტფონებსა და პლანშეტებზე, და მათი მუშაობა ვებ-გვერდისგან დამოუკიდებლად ხდება. როგორც წესი, მათი გადმოწერა შესაძლებელია სამორინეს ვებ-გვერდიდან. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია Android-ის აპლიკაციებისთვის: Google Play კრძალავს აზარტული თამაშებს, მაშინ როდესაც iOS აპლიკაციები ჩვეულებრივ არის ხელმისაწვდომი AppStore-ზე. მიმდინარე ეტაპზე, ოპერატორები ნელ-ნელა შორდებიან აპლიკაციებს.

რას გვთავაზობს მობილური სამორინე?

ტიპიური მობილური სამორინე შეიცავს იმავე ტექსტურ ელემენტებს, რომელსაც შეიცავს დესკტოპ ვერსიები: წესები და პირობები, ხშირად დასმული კითხვები და ა.შ. მას გააჩნია შედარებით ცოტა სურათი: პატარა ეკრანსაც გააჩნია თავისი შეზღუდვები. მომხმარებელთა კომფორტისთვის, ვებ-გვერდის ნავიგაცია, როგორც წესი, დამალულია ჰამბურგერის ღილაკში ან სხვა ჩამოსაშლელ მენიუში. საერთო ჯამში, მობილური ვებ-გვერდის შიგთავსს არ გააჩნია ძირეული განსხვავებები დესკტოპის ორიგინალ ვერსიასთან შედარებით. ამიტომ, რა სჭირდება რეგულარულ მოთამაშეს, როდესაც მათ მობილური სამორინეს გამოყენება უნდათ?

  • იმავე ბონუსების მიღების შესაძლებლობა, რომელიც არის ხელმისაწვდომი დესკტოპ ვერსიაში: დეპოზიტის ბონუსი, ქეშ-ბექი, უფასო სპინები, ა.შ. ზედმეტია, ალბათ, იმის აღნიშვნა, რომ მომხმარებლებს ბონუსები არა მარტო სურთ, არამედ უნდათ, რომ მეტიც მიიღონ თავიანთ მობილურ მოწყობილობებზე. ზოგიერთი ოპერატორი ბონუსს სპეციალურად სმარტფონებისთვისა და პლანშეტებისთვის ქმნის: მაგალითად, მისალმების ბონუსი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მობილური აპლიკაციის მომხმარებელთათვის;
  • თანხის გამოსატანად და შესატანად გადახდის სისტემებთან წვდომის ქონა
  • ტექნიკური მხარდაჭერის გუნდთან წვდომა ჩატის, ელ. ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • სასურველია წარმოდგენილი იყოს ლაივ დილერ თამაშებიც. სამწუხაროდ, ეს მობილური სამორინეებისათვის საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. მობილური ინტერნეტის არხი საკმარისად ძლიერი არ არის იმისათვის, რომ უზრუნველყოს უწყვეტი ტრანსლაცია, რაც საკმაოდ მოთხოვნადი არის მოთამაშეებს შორის.
  • თამაში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მასზე მორგებულ ინტერფეისს (სასურველია ლანდშაფტურ რეჟიმში) და უფასო დემო თამაშს, რომელიც რეგისტრაციას არ მოითხოვს.

Flash vs HTML5

როდესაც პირველი ონლაინ თამაშები გამოჩნდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში, სმარტფონები არ არსებობდა და ეს თამაშები, Flash ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი იყო მხოლოდ პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელთათვის. 2007 წელს, როდესაც პირველი iPhone გამოვიდა, თამაშების პროგრამის დეველოპერებმა ამ ახალ ტრენდს უფრო დიდი ყურადღება მიაქციეს, პარალელურად კი, ქმნიდნენ სლოტებს პერსონალური კომპიუტერებისთვის. წლების განმავლობაში მობილური ტრაფიკი იზრდებოდა და დიდმა პროვაიდერებმა (Betsoft, NetEnt, ა.შ.) გადაწყვიტეს მობილური ტელეფონების სეგმენტის ათვისება.

თუმცა არსებობდა პრობლემაც: სლოტები (და, სავარაუდოდ, სხვა თამაშებიც, თუმცა მათი პროცენტული მაჩვენებელი პროვაიდერების არსენალში საკმაოდ მცირეა) იყენებდნენ Flash-ს, რომელსაც, დეველოპერებისდა სამწუხაროდ, არ გააჩნდა Apple-ის ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა. რაც შეეხება Android-ს, მათ შეწყვიტეს Flash-ის მხარდაჭერა ოპერაციული სისტემის 4.1 ვერსიის გამოშვების შემდეგ. ამიტომაც, მობილური ტელეფონების სრული მხარდაჭერის მისაღებად, აზარტული თამაშების კომპანიებს მოუწიათ არსებული სლოტების თავიდან რეკონსტრუქცია HTML5-ის გამოყენებით. მაგალითად, როდესაც 2010-2012 წლებში დაიწყო HTML5-ზე გადასვლა, Microgaming-ს უკვე გააჩნდა რამდენიმე ასეული Flash თამაში. ეს პროცესი ეხლაც გრძელდება, ამიტომაც არის, რომ ნებისმიერ პროვაიდერს იმაზე უფრო ნაკლები მობილური სლოტი აქვს ვიდრე მათი დესკტოპ ანალოგი.

NetEnt Live Vip Roulette

მობილური სამორინეების მიერ შემოთავაზებული თამაშები

ტიპიურ მობილურ სამორინეში, თქვენ შეძლებთ ძალიან ბევრი საინტერესო 5 რულეტიანი სლოტის, კლასიკური 3 რულეტიანი თამაშებისა და ზოგიერთი პროგრესული სლოტის (როგორიც არის, მაგალითად, Microgaming-ის Mega Moolah) მოძებნას. მობილური თამაშების თვალსაწიერი ხვდება, ასევე, სხვადასხვა რულეტის ტიპის თამაშს, ბლექჯეკს, ბაკრას, კრეპსს, ბინგოს, კენოსა და გადასაფხეკ ბილეთს. ზოგიერთი სამორინე მოთამაშეებს სთავაზობს არსებული დეველოპერების (Evolution Gaming, Extreme Gaming და სხვ.) ლაივ თამაშებს.

Mega Moolah by Microgaming

დასკვნა

დამოუკიდებელი ანალიტიკური კომპანიის, StatCounter, ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წლის ოქტომბერში მობილური ტრაფიკის პროცენტულმა მაჩვენებელმა პირველად გადაასწრო დესკტოპის ტრაფიკს, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის წინ მას საერთო ტრაფიკის მხოლოდ 7-8% ეჭირა. ამ ტენდენციაზე დაყრდნობით, მობილური სამორინეები კიდევ უფრო განვითარდება. ოპერატორები უფრო მეტ საბონუსე პროგრამას შექმნიან მობილური ტელეფონების მომხმარებელთათვის, შეავსებენ სამორინეებს სათამაშო კონტენტითა და გააუმჯობესებენ მათ მოხმარებას. დღესდღეისობით, მობილური ვერსიების არარსებობა მოთამაშეების უპატივცემულობის ნიშნად მიიჩნევა. გარდა ამისა, მობილური ვერსიის უგულებელყოფით, სამორინე პოტენციური შემოსავლის დიდ ნაწილს კარგავს, რადგან ვერ ახერხებს მიწვდეს იმ მოთამაშეებს, რომლებიც სათამაშოდ სმარტფონებსა და პლანშეტებს იყენებენ.
Artyom Ustinov

Artyom არის White Label & Turnkey Solutions- ის ხელმძღვანელი და 10 წელზე მეტია მუშაობს კომპლექსურ B2B / B2C გაყიდვებში, ასევე iGaming– ის ბიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტ კონსულტაციებში.

ძირითადი ანგარიშის მენეჯმენტის გუნდთან ერთად, ის100-მდე დამწყებ და გამოცდილ სათამაშო კომპანიას დაეხმარა SoftGamings– ით პროექტების წამოწყებაში.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

უახლესი ამბები & სტატიები

2021 წლისკაზინოსპროგრამულიუზრუნველყოფისყველაზეპოპულარულიდეველოპერები

მობილური სამორინეების როლი პოტენციური მოთამაშეების მოძიებაში. განსხვავება მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებს შორის. რა არის HTML5 თამაშები? თამაშები, რომლებსაც მობილური სამორინეები სთავაზობს თავის მოთამაშეებს.

როგორ შევქმნათ ონლაინ კაზინო? 6 ნაბიჯი (2021 წლის განალხება)

მობილური სამორინეების როლი პოტენციური მოთამაშეების მოძიებაში. განსხვავება მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებს შორის. რა არის HTML5 თამაშები? თამაშები, რომლებსაც მობილური სამორინეები სთავაზობს თავის მოთამაშეებს.

Betsoft-ის მობილური თამაშების მიმოხილვა: 3D რევოლუცია

მობილური სამორინეების როლი პოტენციური მოთამაშეების მოძიებაში. განსხვავება მობილურ და დესკტოპ აპლიკაციებს შორის. რა არის HTML5 თამაშები? თამაშები, რომლებსაც მობილური სამორინეები სთავაზობს თავის მოთამაშეებს.