პოპულარული ონლაინ კაზინოს გადახდის მეთოდები

Artyom Ustinov

ონლაინ კაზინოები ყველაზე პოპულარულია ვიდრე ოდესმე – ინტერნეტში ათასობით თუ არა, ასობით მათგანს შეხვდებით. ონლაინ კაზინოს შერჩევის დროს არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ; მათ შორის არის ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი – გადახდის მეთოდები. როდესაც მოთამაშე ირჩევს ითამაშოს თუ არა თქვენს ონლაინ კაზინოში, გადახდის მეთოდი შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.

დღესდღეისობით, არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ონლაინ გადახდის მეთოდები, როგორიც არის საკრედიტო და სადებეტო ბარათები, ელექტრონული საფულეები, წინასწარ გადახდილი ბარათები და ვაუჩერები, მობილური გადახდის მეთოდები და საბანკო გადარიცხვები.

საბარათო გადახდები

ეჭვგარეშეა, რომ საკრედიტო და სადებეტო ბარათები არის ყველაზე პოპულარული გადახდის მეთოდი მათი მოსახერხებულობიდან გამომდინარე. ზოგიერთი ყველაზე პოპულარული საბარათო გადახდის პროვაიდერი, როგორიც არის Visa, Mastercard და Union Pay ამარტივებს ელექტრონული ფულადი სახსრების გადარიცხვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეასრულონ ტრანზაქციები სწრაფად და უსაფრთხოდ.

საკრედიტო ან სადებეტო ბარათი გამოსაყენებლად, ბანკს, საკრედიტო გაერთიანებას ან სამთავრობო უწყებას სჭირდება ბარათის გაცემა და მისი თქვენს ანგარიშთან დაკავშირება. ამის შემდგომ, რაც გჭირდებათ არის ინფორმაციის შეყვანა თქვენს ბარათზე დეპოზიტის გაკეთებამდე.

რადგანაც საკრედიტო ბარათები საშუალებას გაძლევთ იქონიოთ უარყოფითი ბალანსი და სასესხო თანხა, თქვენ საშუალება არ გექნებათ გამოყენოთ საკრედიტო ბარათი იქამდე სანამ არ გექნებათ შესაბამისი თანხები ანგარიშზე, რომელიც დაკავშირებული არის თქვენს ბარათთან.

ელექტრონული საფულეები

ელექტრონული საფულეები შექმნილი არის იმათთვის, ვისაც სურს მიიღოს უფრო მეტი უსაფრთხოება. იმის ნაცვლად, რომ დაუკავშიროთ თქვენი ბარათი კაზინოს, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ შეიტანოთ თანხა თქვენს ელექტრონულ საფულეში.

როგორც სახელიდან გამომდინარეობს, ისინი მუშაობენ, როგორც ვირტუალური საფულეები და საშუალებას გაძლევენ შეიტანოთ თანხები თქვენს ელექტრონულ საფულეში, ხოლო შემდეგ გამოიყენოთ ის თქვენი შეხედულებისამებრ. ყველაზე პოპულარული ელექტრონული საფულეებია Skrill, Neteller, EcoPayz, QIWI, Yandex, WebMoney, Inovapay, და Jeton.

წინასწარ გადახდილი ბარათები და ვაუჩერები

წინასწარ გადახდილი ბარათები არის დროებითი ელექტრონული საფულეების მსგავსი, და ისინი იდეალური არჩევანი არის იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც აფასებენ თავიანთ კონფიდენციალურობას. დეპოზიტის გაკეთების მიზნით, საკრედიტო ბარათის ან ელექტრონული საფულის მონაცემების გამოყენების ნაცვლად, მოთამაშეს შეუძლია იყიდოს წინასწარ გადახდილი ბარათები თავიანთ ადგილობრივ ვალუტაში და შემდეგ გამოიყენოს წინასწარ გადახდილი ბარათის 16 ნიშნა კოდი, რათა გააკეთოს დეპოზიტი ონლაინ, ყველაფერი ეს კი სრული ანონიმურობის დაცვით.

თუ მიგაჩნიათ, რომ გადახდის ეს მეთოდი თქვენთვის არის შესაფერისი, საუკეთესო წინასწარ გადახდილი ბარათისა და ვაუჩერის გადაწყვეტის პროვაიდერები არიან AstroPay-ს ბარათი, Paysafecard, Boleto, Neosurf, და Paykasa.

მობილური გადახდები

უამრავ ადამიანს მოსწონს ონლაინ კაზინოებში თამაში თავიანთი სმარტფონების მეშვეობით, სწორედ ამიტომაც არის მობილური გადახდები, როგორიც არის Zimpler, Beeline, MTS, Megafon, და Tele2, ძალიან პოპულარული მოთამაშეებს შორის.

ეს მეთოდები საშუალებას გაძლევს დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონის ნომერი თქვენს საკრედიტო ბარათს ან თქვენს საბანკო ანგარიშს, ხოლო შემდგომ შეასრულოთ უსაფრთხო გადარიცხვები ონლაინ უსაფრთხოების კოდის ან თქვენი ცერა თითის გამოყენებით, რათა მოახდინოთ თქვენი ტრანზაქციის ვერიფიკაცია.

საბვანკო გადარიცხვები

წინასწარ გადახდილი ბარათებისა და ვაუჩერების გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი მოიცავს საბანკო ანგარიშის გამოყენებას, სწორედ ამიტომაც ბევრი მოთამაშე არჩევანს საბანკო გადარიცხვების მეშვეობით თანხის შეტანასა და გამოტანაზე აჩერებს. პროცესი შედარებით მარტივია – რაც მოთამაშეს სჭირდება არის მათი საბანკო ინფორმაციის შეყვანა, სანამ უშუალოდ დაადასტურებენ ტრანზაქციას.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ბანკების მიხედვით პროცესი განსხვავებულია. ზოგიერთი ყველაზე პოპულარული საბანკო გადარიცხვის მეთოდები არის INPAY, AstroPay Direct, SEPA Express, და Interac.

Artyom Ustinov

Artyom არის White Label & Turnkey Solutions- ის ხელმძღვანელი და 10 წელზე მეტია მუშაობს კომპლექსურ B2B / B2C გაყიდვებში, ასევე iGaming– ის ბიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტ კონსულტაციებში.

ძირითადი ანგარიშის მენეჯმენტის გუნდთან ერთად, ის100-მდე დამწყებ და გამოცდილ სათამაშო კომპანიას დაეხმარა SoftGamings– ით პროექტების წამოწყებაში.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები & სტატიები

როგორ შევქმნათ ონლაინ ბუქმეიკერული კანტორა?

როგორ მუშაობს ონლაინ ტოტალიზატორის ოფისი? როგორ შეუძლია მას ლიცენზიის მიღება? პროგრამა, გადახდის სისტემები და სპორტული ხაზები. ხშირად დასმული კითხვები ბუქმეიკერული კანტორის შესახებ.

2023 წლის ყველაზე პოპულარული კაზინოს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები

შეიტყვეთ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ 2023 წლის ყველაზე პოპულარული კაზინოს დეველოპერების შესახებ, რა ხდის მათ დიდებულებს და როგორ შეგიძლიათ მარტივად მოაწყოთ ისინი თქვენს კაზინოს პლატფორმაში.

White Label კაზინოს გადაწყვეტები: ონლაინ კაზინოს ბიზნესის წამოწყების საუკეთესო გზა

White Label კაზინოს გადაწყვეტამ წარმოადგინა საუკეთესო გზა, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ მცირე ხარჯიანი კაზინოს ბიზნესის წამოწყებას ყველა ფუნქციონალითა და სერვისით.