ონლაინ გემბლინგის მიმოხილვა აზიაში

Artyom Ustinov
აზია არის, დღესდღეისობით, ყველაზე დიდი კონტინენტი. წლების განმავლობაში, მსოფლიოს ეს მჭიდროდ დასახლებული ნაწილი წარმოადგენს ყველაზე მიმზიდველ ბაზარს ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორებისთვის. სამწუხარდო, კონტინენტის პოტენციალის მიუხედავად, ტრადიციამ და კონსერვატიზმმა შეაყოვნა ონლაინ გემბლინგის ლეგალიზაციის პროცესი, რამაც უდიდეს აზიურ ქვეყნებს არ მისცა საშუალება წლების განმავლობაში დაეწერათ ის პოტენციური შემოსავალი, რაც ლეგალიზაციის პირობებში შეეძლოთ მიეღოთ.
თუმცა, აზიური ონლაინ გემბლინგის სურათი ნელნ-ნელა იცვლება და უკვე რამდენიმე ქვეყანამ პროგრესი განიცადა მისი ლეგალიზაციის მხრივ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყანა ასევე ფიქრობს, რომ გადადგას ნაბიჯი ონლაინ გემბლინგის ლეგალიზაციის პროცესისკენ.

როგორც ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანას, ჩინეთს შეუძლია მიიღოს მეტი შემოასვალი გემბლინგის ქვეყნის შიგნით რეგულირების მეშვეობით. ამჟამად, ლეგალური გემბლინგი ჩინეთში მონოპოლიზირებული არის მთავრობის მიერ და მხოლოდ ეროვნული ლატარეა, მაჰჯონგი და ცხენების დოღი არის ლეგალიზებული ქვეყნის შიგნით, მაშინ როდესაც სხვა დანარჩენი ონლაინ გემბლინგი სასტიკად არის აკრძალული.

Macau

ამ მიზეზით, ჩინეთიდან მიემგზავრებიან მაკაუში, სადაც ონლაინ გემბლინგი არის აკრძალული, თუმცა ლეგალიზებული არის კაზინოები. მიუხედავად იმისა, რომ მაკაუ სრულად არ არის ხელმისაწვდომი ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც შემოსავლის მიღების მხრივ საკმაოდ დაბალ პოზიციაზე იმყოფებიან. ამიტომაც, მათ მიმართეს სხვა საშუალებასა და ადგილებს, რის გამოც გემბლინგის ზრდა შენელდა ფილიპინებში გაიზარდა ონლაინ გემბლინგის პოპულარულობა.

კერძოდ, მაშინ როდესაც ჩინეთი კრძალავს ყველა სახის ონლაინ გემბლინგს, ფილიპინებმა გაშლილი ხელებით მიიღეს კაზინოს მოთამაშეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რამაც ბეიჯინგი იძულებული გახადა მოეხდინა რეაგირება და გადააფიქრებინა ფილიპინებს მიეცათ ჩინელი მოქალაქეებისთვის ფილიპინების მიერ რეგულირებული ონლაინ კაზინოს ოფშორულ გემბლინგში მონაწილეობის მიღება და ასევე შეეწყვიტათ ჩინეთის მოქალქეების სამსახურებში აყვანა, მიზეზად კი მოიყვანა ის, რომ ფილიპინების გეიმინგ კომპანიები ჩინელ მოქალაქეებს „თანამედროვე მონობისკენ“ უბიძგებს.

როდესაც საქმე ეხება, ზოგადად, ფილიპინებს, ის მიჩნეული არის ყველაზე შემოსავლიან ბაზრად აზიაში. მათ გააჩნიათ ორი გემბლინგ ზონა, რომელთა შორის ერთ-ერთი რეგულირდება სამთავრობო ორგანიზაციის, RAGCOR, მიერ, რომელიც მეთვალყურეობს ბინგოს, ტოტალიზატორს, ფაქტიურ და ონლაინ კაზინოს, მაშინ როდესაც მეორე გახლავთ Cagayan Freeport სპეციალური ეკონომიკური ზონა.

Casino Filipino

კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, ინდოეთმა განიცადა ყველაზე დიდი ონლაინ გემბლინგის ბაზრის ზრდა. მაშინ როდესაც მხოლოდ ცხენების დოღი და ლატარეა არის ლეგალიზებული ქვეყანაში, ონლაინ გემბლინგი არის ნაცრისფერ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ როდესაც ის სრულად არის ლეგალიზებული, ის ასევე არალეგალურიც არ არის.

რაც უფრო მეტი ადამიანი იღებს წვდომას ინტერნეტზე ინდოეთში, ონლაინ გემბლინგი საკმაოდ ვრცლად გავრცელდა, და ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთს ბევრი არაფერი გაუკეთებია ოფშორული გემბლინგის აკრძალვის მიზნით, ამიტომაც ქვეყნის მაცხოვრებლების უმრავლესობა გამუდმებით დებს ფსონს კრიკეტზე ან ერთობა ონლაინ კაზინოს თამაშებით უცხოურ ვებ-გვერდებზე.

ინდოეთის მხოლოდ ორმა შტატმა შემოიღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ონლაინ გემბლინგთან არის დაკავშირებული – მაჰარაშტრა – ონლაინ გემბლინგი იქ აკრძალული არის – და სიკკიმი, სადაც მთავრობა გასცემს ლიცენზიებს ოპერატორებისთვის, რომელთაც შტატის ფარგლებში სურთ ოპერირება.

სხვა ქვეყნებში, მდგომარეობა უფრო რთულად არის, როდესაც საქმე ეხება ონლაინ გემბლინგს. ისლამურ ქვეყნებში როგორიც არის ბანგლადეში, პაკისტანი, ქუვეითი, კატარი, და სხვა, გემბლინგი რელიგიით სასტიკად არის აკრძალული.

Casino in Asia

სხვა ქვეყნებში, როგორიც არის სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და იაპონია, გემბლინგი რეგულირება მკაცრი კანონებით და მისი მხოლოდ რამდენიმე ფორმა არის ნებადართული, როგორიც არის ლატარეა ვიეტნამში, ან ცხენების დოღი, ლატარეა და ტოტალიზატორი სამხრეთ კორეაში.

საერთო ჯამში, ონლაინ გემბლინგი აზიაში ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა და წლებია საჭირო იმისათვის, რათა მომწიფდეს. მაშინ როდესაც ისლამურ ქვეყნებში მდგომარეობა შესაძლოა არ შეიცვალოს რელიგიის და არა სამთავრობო შეზღუდვების გამო, სხვა ქვეყნები პირველ ნაბიჯებს დგამენ ონლაინ რეგულირების საკითხებში.

ვიმედოვნოთ, რომ ფილიპინების მუდმივად ზრდადი მრავალ მილიარდიანი ბაზარი შეძლებს ჩინეთის გადარწმუნებას და შემოიღებს ახალ კანონმდებლობას, რომელიც დაარეგულირებს ონლაინ გემბლინგს ქვეყნის შიგნით და გადაარჩენს ქვეყანას ყოველწლიურად მილიონობით დოლარის დაკარგვისაგან, რაც გამოწვეული არის მათი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ალტერნატივის ძიებით.

Artyom Ustinov

Artyom არის White Label & Turnkey Solutions- ის ხელმძღვანელი და 10 წელზე მეტია მუშაობს კომპლექსურ B2B / B2C გაყიდვებში, ასევე iGaming– ის ბიზნესის განვითარებასა და მენეჯმენტ კონსულტაციებში.

ძირითადი ანგარიშის მენეჯმენტის გუნდთან ერთად, ის100-მდე დამწყებ და გამოცდილ სათამაშო კომპანიას დაეხმარა SoftGamings– ით პროექტების წამოწყებაში.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები & სტატიები

2023 წლის ყველაზე პოპულარული კაზინოს პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები

შეიტყვეთ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ 2023 წლის ყველაზე პოპულარული კაზინოს დეველოპერების შესახებ, რა ხდის მათ დიდებულებს და როგორ შეგიძლიათ მარტივად მოაწყოთ ისინი თქვენს კაზინოს პლატფორმაში.

White Label კაზინოს გადაწყვეტები: ონლაინ კაზინოს ბიზნესის წამოწყების საუკეთესო გზა

White Label კაზინოს გადაწყვეტამ წარმოადგინა საუკეთესო გზა, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ მცირე ხარჯიანი კაზინოს ბიზნესის წამოწყებას ყველა ფუნქციონალითა და სერვისით.

როგორ შევქმნათ ონლაინ კაზინო? 6 ნაბიჯი (2023 წლის განალხება)

გაიგეთ ყველაფერი აზიის გეიმინგ ინდუსტრიის უახლესი მოვლენების შესახებ, აზიის რომელი ქვეყნები იძლევიან ონლაინ გეიმინგის უფლებას, ასევე ონლაინ გემბლინგის მომავლის შესახებ აზიაში.